გასტუმრება – ვალის გადახდა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვალი“ – გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი გაშლილი თითებით ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასტუმრება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.
