გაშვება – განთავისუფლება, წასვლის ნების მიცემა, გასტუმრება, გაგზავნა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.