გაშავებული

2

გაშავებული   1. შავად ქცეული, შავად შეღებილი;  2. მზემოკიდებული, გარუჯული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, ზევით აღმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით ხელი მოძრაობს მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია  სახისა და მკერდის  დონეზე.