გარეუბანი

041

გარეუბანი    არაცენტრალური უბანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბანი“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“/ „ადგილი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.