გაფრენა – ფრენა, ფრენით წასვლა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.