განვითარებული – უფრო სრულყოფილი, დახვეწილი, წინ წაწეული, პროგრესული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განვითარება“ / „გავრცელება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
