განთიადი – რიჟრაჟი‚ ალიონი‚ ცისკარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დილა“ – წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება სახეს და ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრე“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია თავისუფლად, ნიკაპზე შეხებით სრულდება მრავალჯერადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
