განსახიერება – სახის წარმოდგენა, სახის გამეორება-გადაღება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.