განიავება – ჰაერის გაწმენდა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ – ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, მომდევნო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიდის-მოდის“ – წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ბოლო ფაზაში ხელისგულები იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
