განგაში

8

განგაში   საგანგებო მდგომარეობის გამო ატეხილი ხმაური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „შეტყობინება“  ხელისგული მიმართულია ქვევით, შუბლს ეხება გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში მხრების დონეზე განთავსებული საჩვენებელი თითი მოხრილია ფალანგებში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.