განახლებული

7

განახლებული  აღდგენილი, აღორძინებული, ხელახლა შექმნილი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ გამეორება“  მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას წინ და ზემოდან ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ ახალი“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.