გამზრდელი

4

გამზრდელი _  ვისაც მინდობილი აქვს ბავშვის გაზრდა, ვინც ბავშვს ზრდის,  აღმზრდელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღზრდა“  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, ორივე ხელით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.