გამცემი

10

გამცემი    მოღალატე, დამბეზღებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირი“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი  გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამყიდველი“   ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა  მარცხნივ და ქვევით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.