გამოთქმა

1

გამოთქმა  1. რამის გამოხატვა, გადმოცემა სიტყვით ან წერილობით, 2. წარმოთქმა, სამეტყველო ბგერების წარმოება,

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბებერი“/ „ძველი“    ლოყასთან განთავსებული ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოყოლა“ / „თხრობა“  წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.