გამოსწორება – მოგვარება, მოწესრიგება, წესიერად ქცევა, გაუმჯობესება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დგომა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითების წვერებით ეხება ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.