გამოსახლება – საცხოვრებელი სახლიდან იძულებით გამოყვანა, გამოგდება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგდება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „სახლი“ – გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.