გამოქვაბული – მცირე ოთახივით სივრცე კლდეში ან მიწაში
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბნელი“ –– სხეულისკენ მიმართულია სახეზე აფარებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ხელები სახეს სცილდება და თითები იხრება ფალანგებში. ჟესტი სრულდება მკერდის, სახისა და მხრების დონეზე.