გამოყოფა

2

გამოყოფა (ოფლის)   შიგნიდან გარეთ გადმოღვრა, გამოწევა ან გამოშვერა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოფლი“  ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოტეხვა“ / „გამოტანა“  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელი ეხება მკერდს და სინქრონულად წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში თავისუფლად გაშლილი თითებით ხელისგულები მიმართულია ზევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.