გამომუშავება – შრომით რაიმე ღირებულების შექმნა, რაიმეს მიღება, მოპოვება, დამზადება, გამოშვება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შრომა” – ხელისგულები მიმართულია ქვევით, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღება“ – ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.