გამოხედვა – 1. იქიდან აქეთ, შიგნიდან გარეთ ყურება, ცქერა, მზერის მიპყრობა; 2. გამომეტყველება
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით წინაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.