გამგზავრება – სამგზავროდ გასტუმრება, სამგზავროდ წასვლა, მგზავრობის დაწყება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.