გამგეობა – მმართველობა, მართვა, ხელმძღვანელობა
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ყელს, მომდევნო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.