გამახვილებული – წამახული, გაბასრებული, გამძაფრებული, გამწვავებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურადღება“ –– ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, გაშლილი თითები ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მოსმენა“ – წინ მიმართულია გაშლილი ხელისგული, ზევით მიმართული, ოდნავ მოხრილი თითებით ხელი განთავსებულია ყურთან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და ყელის დონეზე.