გალანძღვა

1

გალანძღვა  სალანძღავი სიტყვებით, ლანძღვა-გინებით მიმართვა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ხოლო მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში მოხრილი, იდაყვშია მოხრილი და მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და ეხება მარცხენა ხელს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.