გაკვრა – დამაგრება, მიკვრა, მიწებება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
