გახუნება – ფერის დაკარგვა, ფერის წახდენა, გაუფერულება, გაბაცება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი: „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ქვემოთ რკალურ მოძრაობას ასრულებს სახის დონეზე და ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღია“ /„ნათელი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.
