გახეხვა – 1. ხეხვით ზედაპირის გაცლა, გასუფთავება, გაწმენდა-გაპრიალება; 2. წვრილად დანამცეცება-დაქუცმაცება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელისგულია გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
