გაერთიანება – 1. მთლიანი ორგანიზაცია, კავშირი, საზოგადოება, კოლექტივი; 2. გამთლიანება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით წამოწეული თითებით, ხელები მაჯაში ტრიალებს შიდა მიმართულებით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.