გადატრიალება – გადაბრუნება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ფართოდ გაშლილი თითები, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
