გადაჭრა – ამოხსნა, საბოლოოდ გარკვევა, მოლაპარაკებით გადაწყვეტა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური
სიტყვა-ჟესტი „მოლაპარაკება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჭრა“ – მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდაა გაშლილი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი წინ გადაადგილდება და გადაშლილი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.