გადაფიქრება – მოფიქრებულზე, განზრახულზე უარის თქმა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ / „ფიქრი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“ – მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, მარცხენა – ქვევით, თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხდება პოზიციათა მონაცვლეობა, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, მარცხენა – ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
