გადაფასება

3

გადაფასება   1. ახალი ფასის დადება, დაწესებული ფასის შეცვლა; 2. არსებულ შეხედულებათა შეცვლა, სხვაგვარად შეფასება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფასი“ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა გაშლილ ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“  ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში  ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითები პოზიციას ინაცვლებენ, შუა თითები ზემოთაა წამოწეული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.