გადაღვრა – გადაქცევა, გადასხმა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, თითები მუშტებადაა შეკრული, მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, მარცხენა – ქვევით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
