გაბრუებული – ვინც (რაც) გააბრუეს ან გაბრუვდა, დარეტიანებული
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ –ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ფორმა, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.
