გაბრაზებული

1

გაბრაზებული   გაავებული, გაგულისებული,  ვინც (რაც) გააბრაზეს ან გაბრაზდა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრაზი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.