ეკრანი – 1. ჩარჩოზე გადაჭიმული თეთრი ქსოვილი, რომელზედაც უჩვენებენ კინოფილმებს; 2. ლითონის ფარი, რომელიც იცავს ელექტროდანადგარს, ხელსაწყოს, ადამიანს გარეშე გავლენისაგან, მავნე სხივებისაგან
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ქვევით ჩაწეულია შუა თითი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და შუა თითი ეხება ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “ოთხკუთხედი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განსვლითი და შემდეგ ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.