ეგვიპტე – ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და საფეთქელზე მიდებული თითებით, კუთხოვანი ტრაექტორიით ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა და თითები ეხება ჯერ შუბლს, მერე ლოყებს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.