ძალადობა _ ძალის ხმარება, ძალმომრეობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და ისევ ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალდატანება“ /„იძულება“ _ გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული განთავსებულია მარჯვენა ხელის ქვეშ, წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.