დედინაცვალი _ მამის ცოლი წინანდელი ცოლის შვილების მიმართ, არაღვიძლი დედა, მეორე დედა
ორნაწილიანი ჟეტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედინაცვალი“ _ მარცხნივ მიმართულია მარცხენა ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ლოყაზეა ხელი მიდებული იმავე კონფიგურაციით; ჟეტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეორე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.