დათრგუნული _ დაჯაბნილი, დაბეჩავებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათრგუნვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.