დათხოვნა

6

დათხოვნა  _ სამსახურიდან გათავისუფლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათხოვნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა  თითები ცერს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.