დაპირება _ სიტყვის, პირობის მიცემა, შეპირება, აღთქმა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში წინ მიმართული საჩვენებელი და შუა თითები ცერებს წვერებით ეხება და ქვევით მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.