დამნაშავე _ ვინც დააშავა, დანაშაულის ჩამდენი, ბრალეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანაშაული“ _ ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა თითების წვერები ეხება ცერს, ნეკი და არათითი ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.