დამარხული _ დასაფლავებული, დაკრძალული, დასამარებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკრძალვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ერთად შეტყუპებული და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.