დაგეგმილი _ წინასწარ შემუშავებული, გათვლილი (ღონისძიება, საქმე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გეგმა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომზადება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.