დაგეგმა

5

დაგეგმა   _ ღონისძიებათა, მოქმედებათა, საქმის  წინასწარ შემუშავება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.