დაბეზღება _ დასმენა, გაცემა, ბეზღება, ამბის მიტანა, ენატანიობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს და რკალური ტრაექტორიით ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.