დაავადება

3

დაავადება _ დაავადმყოფება, დასნეულება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.