და ერთი დედ-მამის (ან ერთ-ერთი მათგანის) ქალიშვილი სხვა შვილების მიმართ
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ძ-კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ეშვება ქვემოთ და ზემოთ აღმართული მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარჯვნივ მიმართულ მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.