ქარვა

ქარვა  _  ყვითელი ფერის მაგარი, გამჭვირვალე ფისოვანი ნივთიერება, იყენებენ სხვადასხვა სამკაულებისა და წვრილმანი ნივთების დასამზადებლად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ნეკები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

ქარავანი

ქარავანი  _   საპალნიანი საკიდარი ცხოველების (აქლემების) მოარული რიგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აქლემი“ –  მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია მაჯებთან ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანმიმდევრული სვლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

ქამარი

ქამარი  _    სარტყელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები და ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით და ხელები ეხება წელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

ქალბატონი

ქალბატონი  _  თავაზიანი მიმართვა ან ხსენება ქალისა საზოგადოებაში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი ლოყებს ეხება ნიკაპთან, დანარჩენი … Read more

Categories

ქალაქი

ქალაქი  _  დიდი დასახლებული პუნქტი, ჩვეულებრივ, ადმინისტრაციული, სამრეწველო, სავაჭრო და კულტურული ცენტრი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუათითით,  მარჯვენა ხელით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა და შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქალა

ქალა  _   ადამიანის ან ცხოველის თავის ჩონჩხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური,მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება თავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

ქათამი

ქათამი  _   მომცრო, შინაური, კაკანა ფრინველი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქადაგება

ქადაგება  _   ეკლესიაში წარმოთქმული რელიგიურ-დამრიგებლობითი შინაარსის სიტყვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ –  წინ მიმართულია ხელისგულები, შუათითები და და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება (ამბის)“ _  ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories

ქადა

ქადა  _  ნამცხვარი, რასაც გულად აქვს ცხიმში ასვრემილი, მოხალული ფქვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამცხვარი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ნამცხვრის) ფორმა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ … Read more

Categories